მეგრული ტრადიციები

ახალი წელი სამეგრელოში

სამეგრელოში, ახალი წლის ღამეს ყოველი ოჯახიდან რამოდენიმეჯერ გაისროდნენ თოფს. გათენებისას ოჯახის უფროსი აიღებდა ხელში ჩიჩილაკს და გარეთ გავიდოდა. შემდეგ მოადგებოდა კარებს და დაიძახებდა, კარი გამიღეთო. შინიდან ეკითხებოდნენ, რა მოგაქვსო, 
რაზეც ოჯახის უფროსი პასუხობდა: „წმინდა ბასილის წყალობა, კაცთა სიმართლე და დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვების გამრავლება“ და სხვა ამგვარს. ამ დალოცვას გაიმეორებდა სამჯერ და შევიდოდა სახლში. მიულოცავდა ოჯახის წევრებს ახალ წელს. შემდეგ ჩიჩილაკს შემოატარებდა ბოსელში, მარანში, სასიმინდეში. მერე სადილობამდე დადიოდნენ მეზობლებთან და ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავდნენ კანფეტებით, შაქარყინულითა და სხვა ტკბილეულით.
მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, საცივი და სხვა) აუცილებლად კეთდებოდა რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევდა".
სამეგრელოში ახალი წლის წინა ღამეს ჩიჩილაკი მზადდებოდა, მისალოციდან ყველაფერი იდებოდა გობზე. ტკბილეულთან ერთად ეს იყო სუროს ტოტები და თხილის ხვიხვილის თაიგული. რიტუალი იწყებოდა მთვარის ამოსვლასთან ერთად, რადგან ძველად დიდი ყურადღება ექცეოდა მთვარეს და მასზე მკითხაობას.

მეკვლეობა სამეგრელოში


უძველესი ქართული ტრადიცია – მეკვლეობა დასავლეთ საქართველოში ძველით ახალ წლის დილას 14 იანვარს სრულდება. მეორე დღე ბედობა, ან
უ “კუჩხა” იგივე რიტუალით იწყება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 15 იანვარი უფრო “მძიმე” დღედ ითვლება. ამ დღეს სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს. ეს ტრადიცია დასავლეთ საქართველოში საუკუნეების წინაც სრულდებოდა, მაგრამ იერსახე არ შეუცვლია. სამეგრელოში ამდღესასწაულს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს.
დეკემბრის მიწურულს, 28-29-თვის სამეგრელოს სოფლებში საახალწლო მზადება იწყებოდა. ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლიდა ჩიჩილაკს, რომელსაც თავზე ხისავე ჯვარი უკეთდებოდა და თხმელისა და სუროს ტოტებით ირთვებოდა. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად ვაშლი და მანდარინი უკეთდებოდა. ბარაქიანობის ნიშნად ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებდნენ. ჩიჩილაკს აუცილებლად ქალები რთავდნენ.

მეგრული ”კალანდა”


გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდა" ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადიოდა ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდიოდა, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც ელაგა: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით "დააბერებდა." საუზმის შემდეგ კი იწყებოდა თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები.
ახალ წელიწადს სამეგრელოში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს,მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებდნენ და მარნისკენ მიდიოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დგამდა, ჩაფს ღვინით გაავსებდა და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას სთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებდა და წმ. ბასილას ეხვეწება, რომ მას ამ კაკალივით აევსო მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა და ოჯახის წევრები ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ.




www.pertaia.blogspot.com





     ჯიხაშკარი


      ჯიხაშკარი გამოირჩევა ტრადიციებითა და წეს - ჩვეულებებით.აღსანიშნaვია რომ სოფელში ძველად იყო "ჯარალუა", სადაც იმართებოდა მარულა, ისინდი. დღემდე შემორჩენილია ტრადიციული დღესასწაული __ ჯიხაობა _ ქეჯვარობა _ მისარონობა. სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღესასწაული
გალაქტიონ (გალა) და კლარა მხეიძეების ოჯახს სოფ. ჯიხაშკარში პატივისცემით მოიხსენიებენ.ამ წყვილს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ღვთის სიყვარული. მათი უფროსი შვილი სხვადასხვა ამპლუაში იყო და არის მთავრობისა და ხალხის სამსახურში. მათი ოჯახის ტრადიციას წარმოადგენდა 14 ოქტომბრის ქუთაისის მოწამეთა ეკლესიაში სიარულს.
2001წ გია მხეიძის სიცოცხლე სასწორზე დაიდო. გულმა უმტყუნა, წნევა თითქოს გაუთანაბრდა. გამწარებული დედა შველას ღვთისგან ითხოვდა. ერთ საღამოს კლარა მხეიძეს უცნაური სიზმარი ესიზმრა. მის სახლთან (ეზოს გარეთ) დგას და კივის, რადგან გია კვდება. საკუთარი ხმა იმდენად ამაზრზენია, რომ თვითონაც შიშშია. ცისკენ ხელაპყრობილი ღმერთს ევედრება შვილის გადარჩენას. რაღაც არაბუნებრივმა ძალამ უკან მოაბრუნა, მოიხედა თუთის ხესთან მაღალი ღმერთი ზის ფეხშიშველი. ფეხები ერთმანეთს აქვს გადაჭდობილი. ხელები გაუშლია. სიკვდილის პირს მყოფი დედა მიდის ღმერთან და ეუბნება: "ჩემი შვილები ეკლესიას ააშენებენ". ღმერთმა სამი თითი მოკაკვა და კურთხევა მისცა. შიშით გაეღვიძა.
რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ესიზმრა. ღმერთმა მაგიდაზე თეთრი ჯვარი დაუხატა ხელით. შემდეგ ოჯახის წევრებმა ფარდებზე გამოსახული ჯვრებიც დაინახეს (ცხადში).
გია თანდათანობით გამომჯობინდა. მხეიძეებმა დაიწყეს ფიქრი სოფ. ჯიხაშკარში ღვთის სადიდებელი ტაძრის აშენებისა.
    როცა მათ სახლში შედიხარ, გრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეკლესიაში ხარ. სხვადასხვა ზომის და მოხატულობის ხატები მათ სულიერ სიმშვიდეზე ზრუნავენ და ცდილობენ მადლი გადაიტანონ ამ ღვთისგან კურთხეულ ოჯახზე.
კლარა მხეიძეს აქვს სურვილი იმ თუთის ხესთან, სადაც სიზმარში ღმერთი ნახა ჯვარი აღმართოს.
    2004 წლის 31 აგვისტოს ზუგდიდის რ.ნ. სოფ. ჯიხაშკარის ცენტრში ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს გერასიმეს (შარაშენიძე) ლოცვა-კურთხევით დეკანოზმა ფრიდონ ასათიანმა აკურთხა ხარების სახელობის ტაძრის საძირკველი. ამ ღირშესანიშნავ დღეს დეკანოზმა ფრიდონმა მონათლა პატარა მარიამ მხეიძე, მხეიძეთა ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი.
დღეისთვის ეკლესიის მშენებლობა დასრულებულია. მხოლოდ მოხატვაა დარჩენილი.
ხარების სახელობის ჯიხაშკარის ეკლესია დარბაზულია. გეგმით იგისწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით სამი სამრეკლო აქვს, აფსილის ჩრდილოეთით და სამხრეთ მხარეს თაღოვანი ნიშნებია მოწყობილი. აფსილი დარბაზისაგან გამოყოფილია მძლავრი მხრებით. გრძივი კედლები პილასკრების საშუალებით სამ თანაბარ ნაწილად იყოფა, ამავე კედლებშიდატანებული კარ-სარკმლები ერთმანეთის მიმართ სიმეტრიულადაა განლაგებული. დასავლეთით არის კარიბჭე _ თაღოვანი ღობით, კამარა ნახევარცილინდრულია. ცაბარი გარედან ნაშენია რიყის ქვის წყობით, შიგნით _ ქართული წითელი აგურით. ბაზილიკის შიდა კედლები შეილესება კირის რთული ხსნარით, ტაძარი გადახურულია კრამიტით. აქვს სამრეკლო, სატრაპეზო და გალავანი.

ტრადიციები ჯიხაშკარი - IMG_0261.jpg

ღმერთმა უკურთხოს მარჯვენა ტაძრის პროექტის ავტორს _ ელგუჯა გოგოხიას, კონსრუქციული ნაწილის ხელმძღვანელს _ ალექსანდრე გერგედავას და მშენებლობაზე გულმოდგინედ მომუშავეებს: კონსტანტინე კეკელიას, აკაკი ფიფიას, ავთანდილ გაბეჩავას, კონსტანტინე ფიფიას, მამუკა ხუნწარიას, რამაზ ფირცხელავას, რომეო სიჭინავას, რამაზ კეკელიას, ლევან ბენდელიანს, ლაშა კეკელიას.
კმერთმა ინებოს, რომ ეკლესია _ მონასტართა სიმრავლეს ისეთი ჭეშმარიტი რწმენა გაეღვივებინოს ჩვენს სულში, როგორც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ საუკუნეების მანძილზე. ამეგრელოს ოფაში, თითქმის ყველა რელიგიური ფენომენი წარმოადგენს კომპლექტს, რომელიც ხანგრძლივ ისტორიულ ევოლუციას გულისხმობს. ისინი ავლენენ ადგილობრივი მოსახლეობის უძველეს წარმართულ თუ ქრისტიანულ რწმენას, წარმოდგენებს ცასა და მიწაზე.
მორალური ნორმების სფეროში- ადამიანის ქცევის წარმმართავი მსაჯული და დამსჯელი- ღვთაებაა.
წმინდა გიორგი თაყვანისცემის ყველაზე პოპულარურ ობიექტს წარმოადგენს მთელ საქართველოში და შესაბამისად ყველაზე რთული და იდუმალებით მოცული საკითხია მორწმუნეთათვის.
    წმინდა გიორგის მეგრული სახელწოდება ჯგეგე, ჯერგე, ჯეგე, გეგე, ერგე. მკვლევართა ყურადღებას იპყრობდა და იპყრობს საუკუნეების მანძილზე.
წმინდა გიორგი "ჯეგე" ხშირად გხვდება კომპოზიტში - ჯეგე მოსარონი! მის დღეობას მირობა, მირსობა, ზოგი კუთხური გამოთქმით მირსობით ეწოდება. იგივე დღეობას სვანები მეისამირმს ან მეისარობას, გურულები-მოისარობას, ხოლო რაჭველები და ლეჩხუმელები- მეისარობას უწოდებენ. მირსობას სამეგრელოში დიდმარხვაზე იხდიან, მხოლოდ განსხვავებული დღით და ფორმით სრულდება იგი სოფელ ჯიხაშკარში.
ჯეგე-მისარონის წარმოშობის შესახებ ამ სოფელში სხვადასხვა ვერსიები არსებობს. პიველადი ცნობებით ეს ტრადიცია 904 წლიდან გვხვდება. სოფ. ჯიხაშკარში იმ ადგილას, სადაც "ჯეგე-მისარონის" სალოცავი მდებარეობს "მისარონკარს" უწოდებენ. იგი 3ჰა ტერიტორიას მოიცავს. მინდორი და მისი შემოგარენი მოგვაგონებენ ჯამს, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოედინება ღელე "პაპასქური" (მღვდლის წყარო) და ქმნის ხეობას. ტერიტორიაზე მხოლოდ ბუჩქნარი ხარობს, რომელსაც ეკლიანი, მჩხვლეტავი ტოტების გამო "ეშმაკიში მართახის" (ეშმაკის მართახი) ეძახიან. სოფლის მოსახლეობა ერიდება ამ ადგილზე მიწის დამუშავებას, თხრას, ტოტების შინ წაღებასაც კი, რადგან საღვთო სიწმინდეებად მიიჩნევენ. "მისარონობა" ტრადიციული რელიგიური (წარმათული) დღესასწაულია, რომელიც ჯიხაშკარში ყოველწლიურად, აღდგომის მესამე დღეს, ანუ სამშაბათს ტარდება, წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ნაფუძნარზე. სოფელში გავრცელებული ორი გვარის: ზარანდიებისა და შენგელაიების შთამომავლობა იკრიბება და უფლის შესაწირად ღორს კლავენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ "ჯეგე-მისარონის" დაარსებას საფუძვლად სხვადასხვა ვერსია უდევს. ერთ-ერთი ძმადშეფიცვის ისტორიაა.
საუკუნეების წინ ზარანდიებისა და შენგელიების გვარი შეეფიცა ერთმანეთს. შეფიცვის ადგილზე მუხა ამოსულა,რომელიც წლების მანძილზე ვეებერთელა ხედ ქცეულა. ამ მუხასთან მოდიოდნენ მოსალოცად ძმადშეფიცულნი. გადმოცემა გვაუწყებს, რომ ამ ხის მოჭრა სასტიკად იყო აკრძალული. ფიცი ერთ-ერთ შენგელიას გაუტეხავს, რომელსაც ღვთის რისხვა მოვლენია.
     მეორე ვერსიის თანახმად, შენგელიებს ჰქონიათ ხატი, რომლის საშუალებითაც ისინი ლოცულობდნენ. სხვა გვარის ხალხმა, რომლის ვინაობაც უცნობია, მოინდომა თურმე შენგელიებისთვისაც ხატის წართმევა, მაგრამ შენგელიებმა არ დაუთმეს და ღამით ჩუმად წამოაბრძანეს. ის ხალხი გზაში დახვდა მათ, შეტაკებისას შენგელიების 4 ძმიდან ერთ-ერთი დაიღუპა, ხატის წამოღება მაინც მოახერხეს, ჯიხაშკარამდე დაბინავდნენ ერთ-ერთი ზარანდიას სახლში, მაგრამ ხატის მაძიებლებს თავი არ დაუნებებიათ. უმცროსი შენგელია ძმებმა ზარანდიების ოჯახში დატოვეს აღსაზრდელად, ხოლო დანარჩენმა ძმებმა გვარები გადაიკეთეს. ერთი ახლა შენგელაიაა, მეორე-შელია, ხოლო მესამე, რომელიც ზარანდიების სახლში იყო მიბარებული, ზარანდიამ თავის შვილებთან ერთად დაასახლკარა, ღორი დაკლა და დალოცა როგორც ძმები . მათი შთამომავლებიდან ვინც ზარანდიაზე დაქორწინდებოდა დაწყევლილი იქნებოდა, ხოლო ის ხატი კი შენგელიებმა მიწას მიაბარეს, რათა არაკის ეპოვა. ხატი იმ ადგილას იქნა დამარხული, სადაც დღეს ზარანდიების და შენგელიების სალოცავია აშენებული. ადამიანთა ჯგუფს მოუნდომებია ხატის მოძებნა. ერთ დღეს ხალხს უნახავს ეკლესიის კარები ღია და შიგ ღორები შედიან, ასევე ხელმოგრეხილი ადამიანები. დიდი ლოცვისა და ვედრების შედეგად ეს ხალხი განიკურნა.
     მესამე ვერსიის თანახმად შენგელიას და ზარანდია აფხაზეთიდან იყვნენ. იქ რაღაც დააშავეს და აქ ზუგდიდის მთავარს მიმართეს დახმარებისათვის, მთავარმაც ჯიხაშკარში დაასახლა. მათ და-ძმობა შეჰფიცეს ერთმანეთს.
მისარონობის დღეს შესაწირად კლავენ ღორს, რომლის ხორცი ურიგდებათ იმ ზარანდიების და შენგელიების შთამომავლებს, რომლებიც მოხსენიებული არიან 904 წელს შედგენილ სიაში.
     თქმულების მიხედვით ჯიხაშკარი ტყით იყო დაფარული და ამ ტყეში ბინადრობდა ველური ტახი. მოსახლეობამ შესთხოვა წმინდა გიორგის, რომ თუ ამ ტახს მოინადირებდა, ყოველ წელს მისარონის სალოცავს შესწირავდა ტახს.
არსებობს ასეთი თქმულებაც, თურმე ლიაში ცხოვრებდნენ ჯიხაშკარელი ზარანდიები, რომლებსაც ყოველ წელს შესანიშნავი ტახი მოჰყავდათ მისარონის სალოცავში. ერთხელაც, მისარონიბის წინა დღეს ლიაში ტახი გაექცათ. მეორე დღეს კი სალოცავის კარებთან უპოვიათ.
დღეისათვის ამ ადგილას ზუგდიდისა და ცაიშის მოთოპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით აშენდა დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც წმინდა გიორგის სახელობისაა. აშენდა როლანდ შენგელიას, კოტე ზარანდიას და კარლო შენგელიას ძალისხმევით. კარლო შენგელიას დაფინანსებით დაიდგა ქვაჯვარი. ტრადიციამ ფესვები გაიკეთა და მომავალი წლისთვის უკვე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იზეიმებენ "ქეჯვარობას" ჯიხაშკარელები.
904 წლის მლოცველთა სიაში სულ 24 ადამიანია. სია ღორის ტყავზე იყო შესრულებული. ამჟამად ის დაკარგულია.



ტრადიციები ჯიხაშკარი - IMG_0244.jpg
ჩვენ შევეცდებით მოგიყვეთ სოფელ ჯიხაშკარში გავრცელებული ლეგენდის შესახებ, რომელთაც სოფლის მასშტაბით ფართო გავრცელება ჰპოვა.
არავინ იცის როდის მოხდა ეს ამბავი, მაგრამ ამ საოცრების ნახვა დღესაც შესაძლებელია ეგნატე ხაცავას ეზოში, სადაც ცხოვრობს მისი შთამომავლობა. ეგნატე 130 წლისა გარდაცვლილა. სწორედ მისი ნაამბობი გადმოგვცაქალბატონმა მაურამ.
ჩვენ გვსურს ეს ლეგენდა შთამომავლობას არ დაეკარგოს, რადგანაც მსგავსი არ მომხდარა არსად. შეიძლება ჩვენს მიერ მოთხრობილი ამბავი არავინ დაიჯეროს და მითადაც ჩათვალოს, მაგრამ ჩვენს მიერ მოყვანილი უამრავი იმდროინდელი თანამედროევის მიერ გადმოცემული ამბავი დაადასტურებს ამ ლეგენდის სისწორეს.
ქრისტიანული რელიგიიდან გამომდინარე ცნობილია რომ ხარების დღესასწაულზე ხელსაქმით დაკავება არ არის მიზანშეწონილი და სწორედ ამ დღესასწაულს წესი დაარღვია ქალბატონმა, რომლიც თავის ეზოში იჯდა და ქსოვდა. ამ დროს გამოიარა თეთრ რაშზე ამხედრებულმა მხედარმა და სთხოვა ქალბატონს, რომ ქსოვა შეეწყვიტა, რადგანაც ამ საქმით ის ღვთის კანონს ეწინააღმდეგებოდა. ქალმა უპასუხა: "მე ყოველთვის მიქსოვია ამ დღეს ჩვეულებას არ უღალატებო.". მხედარმა კიდევ რამდენჯერმე სთხოვა შეეწყვიტა ხელსაქმე, მაგრამ დედანერი უარზე იდგა და ასე უპასუხა: "ხარება, მახარებაია, ჩქიმ ოთუხალიშ გახარებაია". ამ ფრაზის ქართული ვარიანტი შემდეგია: ხარება, მახარებელო, ჩემი სართავის მახარებელო და სწორედ ამ დროს ცხენი ყალტზე შედგა და მიახტა სავარძელში მჯდომ ურწმუნო დედაბერს და ქვად გადააქცია. როგორც გვიამბეს ქვა იყო ძალიან დიდი, მაგრამ დროთა განმავლობაში მიწაში ჩაეფლო.IMG_0266.jpg

IMG_0263.jpg
   გვიამბეს, რომ ქვაზე აღბეჭდილი იყო ცხენის შვიდი ფლოქვი, მაგრამ როგორც ამ ქვის სიდიდე გაცვდა ისე წაიშალა ქვიდან ეს ნაფეხურები, მხოლოდ რამდენიმე თუ შემორჩა.
ამ მოვლენის შემდეგ იქ მცხოვრებნი ირწმუნებიან, რომ ყოველ ხარება დღეს დილის საათებში ქვიდან ისმოდა კაკუნის ხმა, მაგრამ თურმე ერთმა იქურმა მცხოვრებმა ქვას ირგვლივ ცეცხლი შემოუნთო და ამის შემდეგ კაკუნიც არვის გაუგონია.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს ამოეხსნათ ამ ქვის საიდუმლო და აიღეს კიდეც სინჯები ქვიდან. ჩაატარეს მასზე გამოკვლევებიც მაგრამ განსხვავებული ვერაფერი შეამჩნიეს. ის ისეთივე ქვა აღმოჩნდა როგორიც ყველა სხვა. ასე, რომ ამ ქვის საიდუმლო